პარკ ჰოტელ წყალტუბო | ბალნეოლოგიური კურორტი & სპა
ქარ Eng Рус
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენ შესახებ
    • წყალტუბოს შესახებ
    • შეფასებები
  • სასტუმრო
  • ბი ჰელსი
  • მაგნოლია
  • შეთავაზებები
  • პაკეტები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
პარკ ჰოტელ წყალტუბო | ბალნეოლოგიური კურორტი & სპა
  • პარკ ჰოტელ წყალტუბო | ბალნეოლოგიური კურორტი & სპა ქარ
  • პარკ ჰოტელ წყალტუბო | ბალნეოლოგიური კურორტი & სპა Eng
  • პარკ ჰოტელ წყალტუბო | ბალნეოლოგიური კურორტი & სპა Рус
© 2025 Green Cat
მარტვილის კანიონი
  • 08/01/2022
  • საქართველო

მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი - ბუნების ძეგლი სოფელ გაჭედილში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოს მხარეში, ზღვის დონიდან 210 მეტრზე. მარტვილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრი კანიონის შესასვლელთანაა განთავსებული.

ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ. კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს” სახელით.

ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი ისტორიული კიბე.

ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდინარე აბაშის 300 მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით. სანაოსნო მარშრუტით სარგებლობისათვის ვიზიტორის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1 მ-ს.

შენიშვნა:

- ვიზიტორთა უსაფრთხოებისათვის, სანაოსნო მონაკვეთზე გასვლა წვიმასა და თოვლში აკრძალულია წყლის დონის მომატებიდან გამომდინარე.

- ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში. აქტიური სეზონი გრძელდება აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.

- ნავის მართვაში მენავესთან ერთად მონაწილეობენ ვიზიტორებიც.

- ნავში შესაძლებელია 6 ადამიანის განთავსება.

კატეგორიები

  • წყალტუბო (0)
  • პარკ ჰოტელი (0)
  • საქართველო (3)
  • მოგზაურობა (0)
  • ღონისძიებები (0)
  • პარკ რიზორთ წყალტუბო (0)
  • ქართული სამზარეულო (0)

კონტაქტი

  • +995 596 60 25 25
  • +995 591 60 25 25

მისამართი

  • 5400 საქართველო, წყალტუბო რუსთაველის ქ. №1

შემოგვიერთდით

გადახდის მეთოდები

© 2025 Green Cat
ჩვენ შესახებ  |  წყალტუბოს შესახებ